ჩვენ შესახებ
ნატურალი
სუპერმარკეტი ნატურალი 2014 წელს დაარსდა და 10 წლის განმავლობაში უწყვეტად სთავაზობს მომხმარებლებს მაღალი ხარისხის პროდუქციასა და განსაკუთრებულ სერვისს. ამ დროის განმავლობაში ჩვენი ქსელი გაიზარდა და დაგვემატა მეორე ფილიალი, შემდეგ კი არსებული ფილიალი გადავიდა ახალ მისამართზე და ამგვარად სახეცვლილი ბრენდინგით, მოწესრიგებული ზონირებებითა და დახვეწილი სერვისით, ჩვენ განვაგრძობთ ერთგულად ნაძალადევის მოსახლეობის მომსახურებას!
ჩვენი კომპანია ამაყია, რადგან აერთიანებს 150-მდე თანამშრომელს, რომელთა უმრავლესობაც წლებია არიან გუნდის წევრები და ფაქტობრივად, სუპერმარკეტის დაარსების დღიდან მოგვყვებიან განვითარების თითოეულ საფეხურზე. ჩვენთან ერთად, იზრდება თითოეული თანამშრომელიც და არაერთი წარმატებული კარიერული განვითარების ისტორიაც დავაგროვეთ!
ნატურალის კონცეფცია
ჩვენი სიძლიერე არის კომფორტი და ორგანიზებულობა, რომელიც ჩვენს ორივე სუპერმარკეტში შესვლისთანავე იგრძნობა. კომპანია თავად არის სხვადასხვა პროდუქციის მწარმოებელი. განსაკუთრებით საამაყოა ნატურალის წარმოებული პროდუქციის პოპულარობა, მათ შორის მზა კვება, საკონდიტრო ხაზი, ნახევარფაბრიკატები თუ საცხობი, ნედლი ხორცეული და რძის პროდუქტები. ჩვენი მიზანია მომხმარებელს ერთ სივრცეში შეეძლოს მისთვის საჭირო ნებისმიერი პროდუქტის შეძენა.
ნატურალის სივრცეები გამოირჩევა კონსულტანტების მოწესრიგებულობითა და კეთილგანწყობით. გემსახურებათ რამდენიმე სალარო. გარდა ამისა, შეგიძლიათ ისარგებლოთ თვითმომსახურების გადახდის სალაროთი, რაც მომხმარებლის კომფორტისთვის დამატებითი ბენეფიტია.
იმის გამო, რომ ვართ ლოკალური მარკეტები, ვცდილობთ ის სიყვარული რაც 10 წლის განმავლობაში მოვიპოვეთ შევინარჩუნოთ და მომხმარებლებს მადლობის სახით დავუბრუნოთ სხვადასხვა დღესასწაულზე სპეციალურად მათთვის დაორგანიზებული ღონისძიებებით და შერჩეული საჩუქრებით.
ყოველ კვირას გვაქვს სხვადასხვა აქცია, მათ შორის განსაკუთრებული შეთავაზებები პროდუქციის სხვადასხვა კატეგორიაზე. ხშირად საყოფაცხოვრებო პროდუქცია გვაქვს უნიკალურ, განსხვავებულ და ექსკლუზიურ ფასად, რაც წარმოუდგენლად გასახარია ერთგული მომხმარებლებისთვის.
ნატურალის ფერმა
ჩვენი კომპანია ამაყობს, რომ კავთისხევიდან ყოველდღიურად მარაგდება მხოლოდ და მხოლოდ ჯანსაღი, ნედლი ხორცით, რომელიც ჩვენს ფერმაში იწარმოება. უკვე მრავალი წელია ეს ხაზი ჩვენი სიძლიერეა ყველა ასპექტში და ერთიან ჯაჭვს ქმნის საქმიანობაში, მათ შორის მზა კვებისა თუ ნახევარფაბრიკატების მიმართულებით. მეტწილად იყიდება: საქონლის, ღორის ხორცი და ფარში.
ნატურალის ქსელი ხორცთან ერთად, ასევე ყოველდღიურად მარაგდება ახალი რძის პროდუქტებით. 2025 წლის ბოლოს დაგეგმილია ფერმის გაფართოება და საშუალოდ დღიური წარმადობის 3 ტონა რძემდე გაზრდა, რაც დამატებითი პროდუქტების წარმოებისა და რეალიზაციის შესაძლებლობას მოგვცემს. საწარმოს განვითარებასა და საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი გაიდლაინების დანერგვაში არის ჩართული შვეიცარული კომპანია, რომელიც კონკრეტულად რძის წარმოების საკითხების ექსპერტია.
მზა კვება და საცხობი
დღესდღეობით ადამიანების მოთხოვნა მზა კვების პროდუქტებზე მზარდია. ჩვენი მთავარი ხაზი და მიმართულება არის მომხმარებლებისთვის ყოველდღიურობის გამარტივება და ბაზარზე საუკეთესო ალტერნატივების, მრავალფეროვნებისა და მისაღები ფასის პროდუქციის შეთავაზება. ამ მხრივ ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს ის ძირითადი კერძები მზა კვებისა და საცხობის კატეგორიაში, რომელიც ნებისმიერი ქართველი მომხმარებლის, დიასახლისების კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. ასევე, ხშირად ვამატებთ სეზონურ პროდუქციას და ვითვალისწინებთ მარხვის პერიოდებსაც. მეტი კომფორტულობისთვის, მათთვის ვინც სამსახურის შესვენებაზე გვსტუმრობს, დადიანის 111 ნომერში გვაქვს კაფეს ტერიტორიაც.
მზა კვებასთან ერთად, საცხობის მიერ წარმოებული პროდუქცია, მათ შორის სენდვიჩების, ჰოთ-დოგების, ტორტებისა, ხაჭაპურის და ამ კატეგორიის სრული ასორტიმენტი დამატებითი ბენეფიტია ისეთი ადამიანებისთვის, რომელთაც სწრაფი ხემსი უნდათ ან სტუმრები ეწვივნენ და გამზადებას სახლში ვერ ასწრებენ. ვიყენებთ ჯანსაღ ინგრედიენტებს და ვიცავთ საწარმოო ვადებს.
ნატურალის საკონდიტრო
უკვე მრავალი წელია ჩვენს ქსელში მომხმარებლებს შეუძლიათ როგორც მშრალი, ასევე კრემიანი ნამცხვრების, ასევე ტორტების, კექსების, ფუნთუშების და ა.შ შეძენა. ვცდილობთ ვაწარმოოთ ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესაბამისი პროდუქცია, რომელიც ძირითადად მასიურ მომხმარებლებზე არის გათვლილი და ფასის მხრივ არის კონკურენტუნარიანი. ვიყენებთ ჯანსაღ ინგრედიენტებს და ვიცავთ საწარმოო ვადებს.
ნატურალის ნახევარფაბრიკატები
ნატურალს აქვს ნახევარფაბრიკატების ხაზი, რომელიც იწარმოება ჩვენივე ფერმის პროდუქციისგან. ამ ეტაპზე ასორტიმენტშია 20-მდე სახეობის პროდუქტი, მათ შორის ხინკალი, პელმენი, ტოლმა, კუპატი. უახლოეს მომავალში იგეგმება უკვე შეფუთული პროდუქციის განთავსება მაცივრებში და გაყიდვა, რაც კიდევ უფრო გაუმყარებს ნდობას ჩვენს მომხმარებლებს ჩვენი პროდუქტებისა და ზოგადად ბრენდის სიძლიერისადმი. 2025 წლის შემოდგომაზე განახლებულ საწარმოში აეწყობა სრული მომზადების პროცესი, რაც სრულიად შეითავსებს ყველა ჩვენს მიერ დამზადებულ პროდუქციას, რომელთა რაოდენობა 500-მდეა.
კორპორატიული კლიენტებისთვის
სუპერმარკეტების გარდა, ნატურალი არის “ზუბრის” ონლაინ რესტორნისა და ფურშეტებისა და ივენთების კომპანია “Event Co-ს” მფლობელი, საიდანაც აქტიურად ვემსახურებით კორპორატიულ კლიენტებს.
“ზუბრი” ნაძალადევის ძირძველ მოსახლეობას ჯერ კიდევ ახსოვს, როგორც ბარ-რესტორანი/პაბი, სადაც უგემრიელესი ქართული, ტრადიციული სამზარეულოთი ვუმასპინძლდებოდით მოსულ სტუმრებს. დღეს რესტორანი ონლაინ აგრძელებს საქმიანობას და ორიენტირებულია კორპორატიულ შეკვეთებზე. სამომავლოდ იგეგმება მისი სახეცვლილი, რებრენდირებული ვერსიის დაბრუნება.
Event Co – ნატურალის ქეითერინგ სერვისია, რომელიც ზუბრთან ერთად სარესტორნო მენიუებსაც სთავაზობს კორპორატიული თუ ინდივიდუალური შეკვეთების მსურველებს. კორპორატიული ღონისძიება, წვეულება, ქორწილი, დაბადების დღე თუ ნებისმიერი დღესასწაული შეგიძლიათ, მოგვანდოთ. შეთავაზებაში არის რამდენიმე სახის მენიუ: ქართული, ევროპული, აზიური და მათ შორის გრილი. დამატებით შესაძლებელია ინვენტარისა და სერვისის დაქირავებაც.
სუპერმარკეტ ნატურალს აქვს მიტანის სერვისი wolt-ზე, თუმცა გვაქვს საკუთარი დისტრიბუცია და არაერთ კომპანიასთან ვთანამშრომლობთ საკვების თუ სხვა პროდუქტების მომარაგების ნაწილში და ასევე ვიღებთ კორპორატიულ შეკვეთებს სასაჩუქრე კალათებზეც.