წესები და პირობები

შპს „ნატურალის“

ლოიალობის ბარათის წესები და პირობები:

ზოგადი მიმოხილვა


  • წინამდებარე წესები და პირობები არეგულირებს შპს „ნატურალის“ (შემდგომში „კომპანია“) დაგროვების ბარათის (შემდგომში „ლოალობის ბარათი“)  გაცემისა და მუშაობის პრინციპებს. ლოალობის ბარათი არის კომპანიის მომხარებლებისათვის შექმნილი პროდუქტი, რომლის მეშვეობით აღირიცხება შპს „ნატურალის“ ფილიალებში გაკეთებული შენაძენები და გროვდება შესაბამისი ბონუს ქულები. დაგროვებული ბონუს ქულების გამოყენება მომხარებელს შეუძლია კომპანიის ნებისმიერ ფილაილში.


  • ბარათის გაცემა
    1.  შპს „ნატურალი“ (შემდგომში „კომპანია“) გასცემს ლოიალობის ბარათს, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ კომპანიის მომხარებლებისათვის.
    2. ლოიალობის ბარათის გაცემა ხდება კომპანიის ფილიალში.
    3. ლოიალობის ბარათის მფლობელი შეიძლება გახდეს ნებისმიერი სრულწლოვანი, ფიზიკური პირი, რომელმაც შეავსო რეგისტრაციის ფორმა და დაეთანხმა მოცემულ წესებსა და პირობებს. 
    4. კომპანია ლოიალობის ბარათის გადაცემისას მომხარებლისგან აგროვებს შემდეგ მონაცემებს:
  • სახელი, გვარი;
  • პირადი ნომერი;
  • ტელეფონის ნომერი;
  • ელ. ფოსტა (სურვილისამებრ);
  1. ბარათის გადაცემა/გაცემა ხდება შპს „ნატურალში“ განხორციელებულ ნებისმიერი ღირებულების შენაძენზე, ასევე შენაძენის გარეშეც.
  2. მომხარებლის მიერ წინამდებარე წესების და პირობების 1.3 პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესრულებლის შემდგომ, კომპანიის თანამშრომელი განახორციელებს მომხარებლის რეგისტრაციას შესაბამის პროგრამაში და გადასცემს მომხარებელს ბარათს. 
  3. მომხმარებელი რეგისტრაციის ფორმაზე ხელმოწერით ადასტურებს მისი პირადი მონაცემების სიზუსტეს და თანხმობას გამოთქვამს მიიღოს ნებისმიერი შეტყობინება (მათ შორის სარეკლამო, მარკეტინგულის სახის) მითითებული საკონტაქტო საშუალებებით (ტელეფონი, ელ. ფოსტა).


  • ლოალობის ბარათზე ქულების დაგროვების პირობები
    1. ლოალობის ბარათი მოქმედებს უვადოთ.
    2. ლოიალობის ბარათი წარმოადგენს შპს „ნატურალის“ საკუთრებას.
    3. ლოიალობის ბარათი  არ შეიძლება გადაეცეს მესამე პირს.
    4. ლოალობის ბარათზე ქულების დაგროვება ხდება შპს „ნატურალში“ განხორციელებულ ნებისმიერი ღირებულების შენაძენზე.
    5. ლოიალობის ბარათზე ქულების დაგროვებისათვის საჭიროა მომხარებელმა თან იქონიოს ბარათი ან პირადობის მოწმობა.
    6. ბონუს ქულების დაგროვება ხდება შემდეგი პრინციპით: კომპანიაში განხორციელებულ ნებისმიერი ღირებულების შენაძენზე (გარდა თამბაქოს ნაწარმისა და თამბაქოსთან დაკავშირებული აქსესუარებისა), ლოალობის ბარათზე ირიცხება ღირებულების ოდენობის შესაბამისი ქულა. (მაგ. 100 ლარის შენაძენზე ლოიალობის ბარათზე ირიცხება 100 ბონუს ქულა).
    7. დაგროვებული 1 ბონუს ქულა= 1 თეთრს.


  • ქულების გადაცვლის/განაღდების პირობები
    1. ლოიალობის ბარათზე დაგროვილი ბონუს ქულებით შესაძლებელია მომხარებელმა შეისყიდოს შპს „ნატურალის“ ფილიალებში წარმოდგენილი ნებისმიერი სახის პროდუქცია, გარდა თამბაქოს ნაწარმისა და თამბაქოსთან დაკავშირებული აქსესუარებისა. 
    2. დაგროვილი ბონუს ქულების გადაცვლის უფლება აქვს ბარათის მფლობელს, რომელმაც უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ლოაიალობის ბარათთან ერთად.
    3. დაგროვებული ბონუს ქულების სანაცვლოდ პროდუქციის მიღება დასტურდება სპეციალური დოკუმენტით, რომელსაც ხელს აწერს ბარათის მფლობელი.
    4. დაგროვებული ბონუს ქულებით პროდუქციის მიღებისას ბარათიდან ჩამოიჭრება მიღებული პროდუქციის შესაბამისი რაოდენობის ბონუს ქულები.
    5. თუ, ბარათზე შესაბამისი ბონუს ქულების არ არის პროდუქციის გადაცემა არ მოხდება.
    6. გადაცემული პროდუქციის უკან დაბრუნება და მათ სანაცვლოდ ჩამოჭრილი ბონუს ქულების დაგროვების ბარათზე დაბრუნება არ ხდება.
    7. დაგროვებული ბონუს ქულების გადაცვლისას მომხარებელს გადაეცემა საწყობში/მარაგში არსებული პროდუქცია.


  • ბარათის გაუქმება და შეწყვეტა
    1. კომპანიას აქვს უფლება, ერთმხრივად შეწყვიტოს ბარათის მოქმედება შემდეგ შემთხვევებში:
  • მომხმარებლის მიერ წესების დარღვევა;
  • ბარათის არაკეთილსინდისიერი გამოყენება;
  • პროგრამის შეწყვეტა კომპანიის გადაწყვეტილებით (წინასწარი გაფრთხილებით).
  • მომხმარებელი ასევე უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს ბარათის გაუქმება, ამისათვის საჭიროა კომპანიის ინფორმირება.

 

  1. დამატებითი პირობები
    1.  ერთ მომხარებელზე (ერთ ფიზიკურ პირზე)გაიცემა მხოლოდ ერთი ბარათი.
    2. ერთ მომხარებელზე გაიცემა მეორე ბარათი, თუ მომხარებელზე უკვე რეგისტრირებული ბარათი დაკარგულია, გაუქმებულია და სხვა.
    3. ბარათის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში ბარათის აღსადგენად აუცილებელია ბარათის მფლობელმა შეავსოს სპეციალური განაცხადი.
    4. დაზიანებული ან დაკარგული ლოიალობის ბარათის სანაცვლოდ ბარათის გაცემა და მასზე დაგროვებული ბონუს ქულების გადატანა მოხდება მომენტალურად.
    5. წინამდებარე წესებით დადგენილი პირობები შეიძლება შეიცვალოს შპს „ნატურალის“ მიერ, რომელიც სავალდებული იქნება ყველა რეგისტრირებული მომხარებლისათვის.

 

შპს „ნატურალი“ (ს/კ 400107497)

კალათა 0

No products in the cart.